English version Georgian version  
 

მთავარ გვერდზე

 

მოვლენები

 

საზაფხულო სკოლები

 

"ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია"

 

ბიბლიოთეკა

 

ორგანიზაციები

 

კონსულტაციები

 

შემოგვიერთდით

 

თქვენი წვლილი

 

კონტაქტი

Gender Informational Network of South Caucasus
European movement
All different-all ecual

Новости

Текущие новости

თსუ-ს სტუდენტები მათ ცემას ”სტუდენტურ ბლოგს” უკავშირებენ

საბეჭდი ვერსია  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი, "სტუდენტურ ბლოგზე" გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს. შესაბამის განცხადებას უსტარაშვილი და მისი მეგობრები აკეთებენ.

თავად უსტარაშვილი აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაახლოებით რვა კაცმა "გვერდზე გასვლა" მოსთხოვეს. "ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაიყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია", - აცხადებს უსტარაშვილი.

უსტარაშვილი ინცინდეტის ორ მონაწილეს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტს ბექა ახლოურს და თვითმმართველობის აქტივისტს დათო ხეჩიკაშვილს ასახელებს.

უსტარაშვილის მეგობარი ზვიად მამფორიას სხვადასხვა სახის დაზიანებУბი აქვს მიყენებული.

როგორც უსტარაშვილი და მისი მეგობრები აცხადებენ, უნივერსიტეტის დაცვა ინცინდეტის "აღმოფხვრაში" მხოლოდ პატრულის გამოჩენის შემდეგ ჩაერია.

სამართალდამცავებმა თორნიკე უსტარაშვილი და მისი მეგობრები უკვე დაკითხეს.

უცნობია არიან თუ არა დაკითხულები თვითმმართველობის ის წარმომადგენლები, ვისაც სტუდენტები მათ ცემაში სდებენ ბრალს.

თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სოციალურ ქსელში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოხდა პატულის გამოძახება და "ყველა ვიდეომასალას პატრულს გადავცემთ და სრულად დავეხმარებით გამოძიებას. იმედია, დაზარალებულები წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მისცემენ ჩვენებას პატრულს."

http://ghn.ge/news-62149.html

2012-03-15

Все новости | Архив новостей

   

წინა გვერდი

ზევით



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება !

იყავით ხაზზე !

დაწვრილებით 

Open Training Platform
Life free of violence
eXTReMe Tracker

მთავარ გვერდზე | მოვლენები | საზაფხულო სკოლები | "ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია“" | ბიბლიოთეკა | ორგანიზაციები | კონსულტაციები | შემოგვიერთდით | თქვენი წვლილი | კონტაქტი

Copyright© Youth Knot. 2007 წ ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში ბმულისა და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster

დიზაინი და პროგრამირება smART

ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა GINSC.net