თვითმმართველობის წარმომადგენლების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს საბეჭდი ვერსია 
თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით ჩომახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია დღეს უნივერსიტეტში მომხდარ ჩხუბში თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობასა და დანაშაულს დაადასტურებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
ამის შესახებ "პირWელს" ჩომახიძემ დღეს უნივერსიტეტის შენობაში 20-მდე ახალგაზრდის მიერ ორი სტუდენტის ცემის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
ამასთან, ჩომახიძეს დაზარალებული სტუდენტების ჩვენების მიუხედავად, მათ ფიზიკურად უნივერსიტეტის თვითმართველობის ვიცე-პრეზიენტი ბექა ახლოური და მისი მეგობრები გაუსწორდნენ, გამოძიების დასკვნამდე მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
ცნობისთვის, დღეს უნივერსიტეტში 20-მდე ახალგაზრდამ სტუდენტებს ზვიად მამფორიასა და თორნიკე უსტარაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაზარალებული სტუდენტების თქმით, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ბექა ახლოურმა და თვითმმართველობის სხვა წევრებმა ინტერნეტში კრიტიკული წერილების გამოქვეყნების გამო სცემეს. ინციდენტის შედეგად სტუდენეტებმა თავის არეში დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დამხარების მანქანამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ინციდენტის დროს ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციაც.
სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილეები და მოწმეები დაკითხეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბექა ახლოური ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გასული წლის 15 აპრილს სხვა სტუდენტებმაც დაადანაშაულეს, თუმცა მაშინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არავინ დაუსჯია.
2012-03-15 |