English version Georgian version  
 

Home

 

Events

 

Summer schools

 

"All Different - All Equal"

 

Library

 

Organizations

 

Consultations

 

Join us

 

Donate us

 

Contact us

Gender Informational Network of South Caucasus
European movement
All different-all ecual

News

Active news

თვითმმართველობის წარმომადგენლების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს

Print version 

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით ჩომახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია დღეს უნივერსიტეტში მომხდარ ჩხუბში თვითმმართველობის  წარმომადგენლების მონაწილეობასა და დანაშაულს დაადასტურებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

ამის შესახებ "პირWელს" ჩომახიძემ დღეს უნივერსიტეტის შენობაში 20-მდე ახალგაზრდის მიერ ორი სტუდენტის ცემის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

ამასთან, ჩომახიძეს დაზარალებული სტუდენტების ჩვენების მიუხედავად, მათ ფიზიკურად უნივერსიტეტის თვითმართველობის ვიცე-პრეზიენტი ბექა ახლოური და მისი მეგობრები გაუსწორდნენ, გამოძიების დასკვნამდე  მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

ცნობისთვის, დღეს უნივერსიტეტში 20-მდე ახალგაზრდამ სტუდენტებს ზვიად მამფორიასა და თორნიკე უსტარაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული სტუდენტების თქმით, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ბექა ახლოურმა და თვითმმართველობის სხვა წევრებმა ინტერნეტში კრიტიკული წერილების გამოქვეყნების გამო სცემეს. ინციდენტის შედეგად სტუდენეტებმა თავის არეში დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დამხარების მანქანამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ინციდენტის დროს ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციაც.

სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილეები და მოწმეები დაკითხეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი  ბექა ახლოური ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გასული წლის 15 აპრილს სხვა სტუდენტებმაც დაადანაშაულეს, თუმცა მაშინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არავინ დაუსჯია.

http://pirweli.com.ge/index.php?menuid=11&id=1987

2012-03-15

All news | News archive

   

Go back

Top



Welcome !

Be Under Knot!

Read more 

Open Training Platform
Life free of violence
eXTReMe Tracker

Home | Events | Summer scools | "All Different - All Equal" | Library | Organizations | Consultations | Join us | Donate us | Contact us

Copyright© Youth Knot. 2007г. All rights reserved.

Using materials of the site the reference on bell/youthknot with the indication of the author is obligatory

Webmaster

Design and programming by smART

Hosting and technical support by GINSC.net