English version Georgian version  
 

მთავარ გვერდზე

 

მოვლენები

 

საზაფხულო სკოლები

 

"ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია"

 

ბიბლიოთეკა

 

ორგანიზაციები

 

კონსულტაციები

 

შემოგვიერთდით

 

თქვენი წვლილი

 

კონტაქტი

Gender Informational Network of South Caucasus
European movement
All different-all ecual

Новости

Текущие новости

ხელმიუწვდომი სტუდენტური სესხები

საბეჭდი ვერსია  

სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უამრავი სტუდენტი იძულებულია სწავლა შეწყვიტოს, ამიტომ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ("აფბა") ხელისუფლებას სტუდენტებისთვის ხელშეწყობას სთხოვს. "აფბას" შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სტუდენტების დასაქმების პროგრამაზე 12.5 მლნ ლარს დახარჯავს, რაც თითოეული სტუდენტის 500 ლარით დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა მათ ნაწილს ეს ფული არ სჭირდება, მაშინ, როცა მყარი გარანტიის უქონლობის გამო ნიჭიერი ახალგაზრდები სტუდენტურ სესხს ვერ იღებენ და იძულებული არიან სწავლა შეწყვიტონ. "აფბა" ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების გასვლა უმაღლესი სასწავლებლებიდან და დაუდგეს გარანტორად ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მაძიებელ პერსპექტიულ სტუდენტებს სესხის აღებისას.

ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: "სტუდენტური სესხები არის ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხი აქტუალური გახდა. დღეს ამ პრობლემის წინაშე ბევრი სტუდენტი დგას. საზოგადოდ, პრობლემა უფრო სისტემურია და სახელმწიფოსგან სათანადო პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. გრანტი, რომელიც სახელმწიფო სწავლის დასაფინანსებლად გასცემს, ძალიან მცირეა და სტუდენტების უმეტესობა საგრანტო დაფინანსებაში არ ხვდება. სტუდენტურ სესხებზე კი ხელი მხოლოდ ერთეულებს თუ მიუწვდებათ, რადგან მოთხოვნებში კრედიტის მისაღებად ისეთი პირობებია, რომელთა დაკმაყოფილება სტუდენტთა უმეტესობას არ შეუძლია. მაგალითად, კრედიტის მისაღებად ცალკეულ ბანკში ითხოვენ ხელფასს, რომელიც ბანკის სახელფასო ანგარიშზე უნდა ერიცხებოდეს სტუდენტს. გარდა ამისა, ითხოვენ მინიმუმ ერთ თავდებს, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად სტუდენტის ოჯახის წევრი და ასევე უნდა ერიცხებოდეს ხელფასი რომელიმე ბანკის სახელფასო ანგარიშზე.

თანაც, ბანკი კრედიტად სტუდენტს აძლევს მხოლოდ ხელფასის სამმაგ ოდენობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სწავლის გადასახადის წლიური ზღვარი დაახლოებით 2.225 ლარია და მთელ რიგ უნივერსიტეტებში სწორედ ეს ზღვარი არის დაფიქსირებული, სტუდენტს ხელფასი მინიმუმ 700 ლარი უნდა ჰქონდეს, რომ ერთი წლის სწავლის საფასური მიიღოს სესხის სახით. მე არ ვიცნობ ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პირობების დაკმაყოფილება შეუძლიათ.

გარდა ამისა, ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ბანკებს სტუდენტურ სესხებზე აქვთ დაწესებული და საშუალოდ 20-22%-ია, მაშინ როცა უცხოეთში ეს მაჩვენებელი 8%-იან ზღვარს არ ცდება. ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტუდენტურ სესხებზე იქ 5%-იანი ზღვარია დაწესებული და ამ საპროცენტო სარგებელსაც სახელმწიფო ფარავს.

სამაგიეროდ საქართველოში მცირეა განათლების ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენთან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2-3%-ია, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ორჯერ უფრო მეტია, ზოგან კი 10%-ს აღწევს. გაცემულ კრედიტებში, რომელთა საერთო მოცულობა 7,3 მილიარდ ლარს შეადგენს, განათლების სფეროს დაკრედიტებისთვის 25 მილიონი ლარია გაცემული და შესაბამისად მთლიანად კრედიტების მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს. ამაში შედის განათლების დასაფინანსებლად გაცემული ყველა სესხი და მათ შორის სტუდენტური სესხებიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, როგორც სხვა ქვეყნებში.

ქართულ რეალობაში ისეთი ფაქტებიც გვხდება, როცა ბანკი მხოლოდ კონკრეტული სასწავლებლის სტუდენტებს აძლევს სესხებს. მაგალითად, ბანკ "რესპუბლიკაში" სტუდენტური სესხი გაიცემა მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს ფაქტობრივად არა აქვთ ამ ბანკიდან სტუდენტური სესხის მიღების შანსი. ხელისუფლების მიდგომა კი სტუდენტების ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მხოლოდ ერთჯერადი აქციებით გამოიხატება. მაგალითად, ფინანსდება ერთთვიანი დასაქმების პროგრამები, რომლებიც რატომღაც მხოლოდ საარჩევნო წელს ხორციელდება. მიმდინარე წელსაც იგეგმება ზაფხულში სტუდენტების დასაქმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასე რომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არც სახელმწიფო იჩენს პოლიტიკურ ნებას და არც ბანკები ავლენენ სოციალურ სოლიდარობას.

2011 წელს საბანკო სექტორის მთლიანმა მოგებამ 300 მილიონი ლარი შეადგინა და მათთვის პრობლემა არ უნდა იყოს სტუდენტურ სესხებზე საშეღავათო პირობების დაწესება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სესხის აღების პროცესში სტუდენტს თავდებად უნდა დაუდგეს ან სახელმწიფო, ან თავად უმაღლესი სასწავლებელი. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლის საფასური ზოგიერთ სასწავლებელში თითქმის გაოთხმაგდა, სესხის გაცემის პირობები კი გამკაცრდა. მე 2006 წელს გავხდი სტუდენტი და პირველი სემესტრის საფასური საბანკო კრედიტის საშუალებით გადავიხადე, რისთვისაც დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია და მხოლოდ მშობლის ხელფასის ცნობის საფუძველზე მომცეს. იმავე პრობლემის წინაშე დავდექი რამდენიმე თვის წინ, ყველა ბანკში ვიყავი, მაგრამ სტუდენტური სესხი არც ერთმა ბანკმა არ მომცა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტუდენტურ სესხებზე მოთხოვნები ერთ-ერთი მკაცრია სხვა სესხებთან შედარებით. გასაგებია, რომ ბანკები თავიანთი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, მაგრამ სტუდენტები ის რესურსია, რომლებმაც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნან და წესით ფინანსური ინსტიტუტების ინტერესშიც უნდა შედიოდეს მათთვის განათლების მისაღებად სათანადო პირობების შექმნა."

http://www.kvirispalitra.ge/public/11633-khelmiutsvdomi-studenturi-seskhebi.html

2012-03-15

Все новости | Архив новостей

   

წინა გვერდი

ზევით



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება !

იყავით ხაზზე !

დაწვრილებით 

Open Training Platform
Life free of violence
eXTReMe Tracker

მთავარ გვერდზე | მოვლენები | საზაფხულო სკოლები | "ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია“" | ბიბლიოთეკა | ორგანიზაციები | კონსულტაციები | შემოგვიერთდით | თქვენი წვლილი | კონტაქტი

Copyright© Youth Knot. 2007 წ ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში ბმულისა და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster

დიზაინი და პროგრამირება smART

ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა GINSC.net