English version Georgian version  
 

მთავარ გვერდზე

 

მოვლენები

 

საზაფხულო სკოლები

 

"ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია"

 

ბიბლიოთეკა

 

ორგანიზაციები

 

კონსულტაციები

 

შემოგვიერთდით

 

თქვენი წვლილი

 

კონტაქტი

Gender Informational Network of South Caucasus
European movement
All different-all ecual

Новости

Текущие новости

წინასაარჩევნო დაპირება სტუდენტებს და გადაუხდელი სწავლის საფასური

საბეჭდი ვერსია  

უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სულ უფრო მეტი სტუდენტი ტოვებს.  „სტუდენტური სესხები"  ფაქტიურად ხელმიუწვდომელია, რადგან მყარი გარანტიების გარეშე სტუდენტებს ბანკები სესხზე უარს ეუბნებიან. მით უფრო, რომ საპროცენტო განაკვეთი  სტუდენტურ სესხებზე არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მაღალი როგორც საქართვრლოში. ის 20%-ს შეადგენს - ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" შეხვედრა გამართა.

 

„სტუდენტების დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია საქართველოში. ძალიან რთულია სტუდენტებისთვის ბანკში სესხის აღება, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, ბანკების მიერ გაცემულ მთლიან სესხებში განათლებაზე მხოლოდ 0,3% მოდის. საქართველოში სტუდენტური სესხის მაქსიმალური ვადა ერთი წელია, რაც ასევე წარმოუდგენელია რადგან სტუდენტი მინიმუმ 4 წელი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში."- ამბობს   ორგანიზაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  ქართული ბანკები სესხის ამღებს სტუდენტს ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, როგორიცაა სამსახური, ხელფასი აუცილებლად რომელიმე ბანკში უნდა ერიცხებოდეს, მინიმუმ ერთი თავმდები, რომელსაც ასევე ბანკში უნდა ერიცხებოდეს ხელფასი და ოჯახის წევრი უნდა იყოს. ჯანიაშვილის აზრით, გაუგებარია ასეთი პირობების მქონე სტუდენტს რატომ უნდა დასჭირდეს სესხის აღება.

„სტუდენტების დაფინანსების და კრედიტების ხელმისაწვდომობაზე ყველა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომები აქვთ. მაგალითად, ამერიკაში სტუდენტური სესხების საპროცენტო განაკვეთი 8%-ს არ აღემატება, ხოლო სოციალურად გაჭირვებულ სტუდენტები 5%-იანი სესხებს იღებენ, რომლის საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სტუდენტს სესხის აღების გარანტად თვითონ უნივერსიტეტები უდგებიან"

განათლების სამინისტროს ბიუჯეტმა 2012 წელს 616,284 მილიონი შეადგინა, სადაც სტუდენტების განათლების დაფინანსებაზე 75,474 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც განათლების სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 12%-ია.

ორგანიზაციის წარმომადგენლები, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეც საუბრობენ. ამის მაგალითად, სტუდენტების  საზაფხულო ერთთვიანი დასაქმების პროგრამას ასახელებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება 12 მილიონ ლარს სტუდენტებს წინასაარჩევნოდ აძლევს, თითოეულს 500 ლარს, მაშინ როდესაც მთავარი პრობლემა ბევრისთვის სწავლის საფასურის გადაუხდელობაა. „გამოდის, რომ ასეთი ერთჯერადი აქცია წინასაარჩევნოდ სტუდენტების არაპირდაპირი მოსყიდვაა, რადგან ეს აქცია მდგომარეობის გაუმჯობესებაში ვერ ეხმარება".

ასოციაციას სტუდენტების ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენს აქვს შეწყვეტილი სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, არ აქვს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს,  წერილები სახელმწიფო უნივერსიტეტბში გააგზავნეს და პასუხებს ელოდებიან.

„ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ხელისუფლებას მოუწოდებს მოიძიოს ფინანსური სახსრები სტუდენტების დასაფინანსებლად, რადგან სწავლის გადასახადი ძალიან მაღალია. ასევე,  სახელმწიფო დაუდგეს  თავდებად სტუდენტებს სესხის აღებისას.

http://liberali.ge/statia/tatia-khaliani/tsinasaarc

2012-03-14

Все новости | Архив новостей

   

წინა გვერდი

ზევით



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება !

იყავით ხაზზე !

დაწვრილებით 

Open Training Platform
Life free of violence
eXTReMe Tracker

მთავარ გვერდზე | მოვლენები | საზაფხულო სკოლები | "ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია“" | ბიბლიოთეკა | ორგანიზაციები | კონსულტაციები | შემოგვიერთდით | თქვენი წვლილი | კონტაქტი

Copyright© Youth Knot. 2007 წ ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში ბმულისა და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster

დიზაინი და პროგრამირება smART

ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა GINSC.net