English version Georgian version  
 

მთავარ გვერდზე

 

მოვლენები

 

საზაფხულო სკოლები

 

"ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია"

 

ბიბლიოთეკა

 

ორგანიზაციები

 

კონსულტაციები

 

შემოგვიერთდით

 

თქვენი წვლილი

 

კონტაქტი

Gender Informational Network of South Caucasus
European movement
All different-all ecual

შემოგვიერთდით!

საბეჭდი ვერსია  

საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელი "ახალგაზრდული ხაზი" შექმნილია საზაფხულო სკოლის შედეგად, რომლის ორგანიზატორი იყო  ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ეროვნული კომიტეტი და ქალთა საინფორმაციო ცენტრი. პირველი სკოლა ჩატარდა თელავში (საქართველო) ევროპული ახალგაზრდული ფონდისა (EYF) და ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამის "აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი" ხელშეწყობით და მიეძღვნა ახალგაზრდების როლს სამშვიდობო საქმიანობაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყდა ყოფილ აღსაზრდელთა ასოციაციის დაარსება.

ზემოთ აღნიშნული ორგანიზატორების მიერვე ჩამოყალიბდა რიგით მეორე სკოლა 2005 წელს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა ევროპაში ინტეგრაციისა და ახალ პირობებთან მიმართებაში ახალგაზრდული პოლიტიკის ტრანსფომაციის საკითხებზე. ორი სკოლის ჩატარების შემდეგ, ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალგაზრდული ქსელი, რომელიც გააძლიერებდა ქსელის შემქმნელ ორგანიზაციას და ხელს შეუწყობდა მათი რესურსული ბაზის განვითარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებიც მოღვაწეობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ორ ძირითად პრობლემას აწყდებიან:
• არასაკმარისი რესურსები;
• ცოდნის დეფიციტი, არაკომპეტენურობა.

ამგვარად, ეს ქსელი უნდა გახდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ვირტუალური სარესურსო ცენტრი და ამავე დროს, უნდა გააერთიანოს ძალისხმევა დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირისა და სხვა ქვეყნების ახალგაზრდობისა, რომლებიც იმყოფებიან გარდამავალ პერიოდში.

ქსელში გაწევრიანება შესაძლოა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად ასევე კორპორატიულად. ამჟამად, ქსელი აერთიანებს 30 –ზე მეტ წევრს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ავსტრიიდან და მოლდოვეთიდან. ქსელში გაწევრიანება შესაძლოა ყველა მსურველისთვის.

დახმარება პროექტების მომზადებაში: თუ არ იცით როგორ გააფორმოთ თქვენი იდეა, როგორ შეავსოთ პროექტის განაცხადი ან ვერ პოულობთ პარტნიორებს პროექტის სარეალიზაციოდ, ან გაქვთ სხვა საკითხები პროექტის გაფორმებასა და მართვასთან დაკავშირებით, ქსელი დაგეხმარებათ ამ საკითხების მოგვარებაში. მიმართეთ შემდეგ ვებგვერდს www.youthknot.net, სადაც იპოვით თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას, ახალ ამბებს, განცხადებებს, წყაროებს, დიკუმენტაციას, სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს, კონსულტაციებსა და დისკუსიებს ონ-ლაინის რეჟიმში. აგრეთვე შეგიძლიათ  იქ მოათავსოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ.

•Youth Development Manual—ეს არის იმ სახელმძღვანელოების სერია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. ისარგებლეთ ქსელის ყველა უპირატესობით _ შემოგვიერთდით, იყავით ხაზზე! – ეს არის მხარდაჭერა, დაცვა, ძალა.

ქსელში გაწევრიანებისათვის, მოგვმართეთ: media@ginsc.net


 

 

   

წინა გვერდი

ზევით



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება !

იყავით ხაზზე !

დაწვრილებით 

Open Training Platform
Life free of violence
eXTReMe Tracker

მთავარ გვერდზე | მოვლენები | საზაფხულო სკოლები | "ყველა განსხვავებულია – ყველა თანასწორია“" | ბიბლიოთეკა | ორგანიზაციები | კონსულტაციები | შემოგვიერთდით | თქვენი წვლილი | კონტაქტი

Copyright© Youth Knot. 2007 წ ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში ბმულისა და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster

დიზაინი და პროგრამირება smART

ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა GINSC.net